სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიციას ადვოკატის ცემაში ადანაშაულებენ

ადვოკატები საკუთარი კოლეგის ცემაში პოლიციელებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, ადვოკატ მამაუკა შაქარაშვილზე და მისი ოჯახის წევრებზე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში იძალადეს.

შემთხვევა გუშინ რუსთავში მოხდა. სახლში დაბრუნებულ ადვოკატს ბინაში სამართალდამცავები დახვდნენ, რომლებიც საცხოვრებელს ჩხრეკდნენ.

უფლებადამცველების თქმით, შაქარაშვილს პოლიციელებმა არ განუმარტეს თუ რას ემსახურებოდა საგამოძიებო მოქმედებები და არც ჩხრეკის ორდენი წარუდგინეს.

შაქარაშვილი მოგვიანებით შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოოში გადაიყვანა.

დაკავებული ადვოკატი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მომხდარზე გამოძიება 173-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100