სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არდადეგებზე ბებია-ბაუასთან ჩასული 7 წლის მოზარდი სარწყავ არხში დაიხრჩო

შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში მოხდა - 7 წლის ბავშვი სახლთან გამავალ სარწყავ არხში გადავარდა და დაიხრჩო.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი არდადეგებზე სოფელში სტუმრად ბებია-ბაბუასთან იმყოფებოდა. ბიჭუნა არხის პირას თამაშობდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ის სარწყავ არხში გარდაცვლილი ნახეს. წვიმის შემდეგ არხში წყლის დონე მომატებული იყო და მოზარდმა თავის დაღწევა ვეღარ მოახერხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100