სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში ქალი ფანჯრიდან გადმოხტა

"ზაკვოს" შენობაში შესახლებული სოციალურად დაუცველების ინფორმაციით, 38 წლის ქალმა თვითმკვლელობა სცადა.

მეზობლების ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი, 38 წლის ხ.კ გუშინ, დაახლოებით 03.00 საათზე ზაკვოს შენობის მეორე სართულიდან გადახტა.
მათი ცნობით, ხ.კ. მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უკიდურესად მძიმეა.
როგორც ერთ-ერთმა სოციალურად დაუცველმა აღნიშნა, ხ.კ. "ზაკვოს" შენობაში რამდენიმე თვის განმავლობაში უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში, მარტო ცხოვრობდა. მან გუშინ მეზობლებს ტკივილგამაყუჩებელი წამლის საყიდლად 20-20 თეთრის შეგროვება სთხოვა.
სოციალურად დაუცველების ინფორმაციით, ხ.კ. ისევე როგორც ყველა მათგანი, ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100