სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გახარია ამჩატდა, ხაზარაძე ამჩატდა, "ნაც. მოძრაობა" ამჩატდა, "ლელო" ამჩატდა - ირაკლი კობახიძე

"ყველა ამჩატდა. გახარია ამჩატდა, ხაზარაძე ამჩატდა, "ნაც. მოძრაობა" ამჩატდა, "ლელო" ამჩატდა," - ეს განცხადება ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძე რუსეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას და ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა და ხელისუფლების ოპონენტები გააკრიტიკა.

ზოგადად, ნუ, პრიგოჟინის აჯანყებაზე რომ აგებ საკუთარ გეგმებს, ამაში რომ ხედავ საკუთარ პოლიტიკურ შანსს, ეს უკვე თავისთავად მეტყველებს, ბუნებრივია, ნაც. მოძრაობის ბუნებაზე. მაგრამ ნუ, ყველანაირად ვერ გააანალიზეს, ვერც შეაფასეს, არ ეყოთ არც ამის უნარი, არც არაფერი. ამჩანტდნენ, კიდევ ერთხელ ვიტყვი და ამ ამჩატების შედეგი იყო სწორედ ის უამრავი შეცდომა, რომელიც მათ დაუშვეს განცხადებების გაკეთებისას.

მაგალითად, რომ ჩაყვეთ რა ხდებოდა "გირჩის" ფეისბუქზე. მათ ჰყავთ ცნობილი ინტელექტუალები, ხო, ლიდერები. ერთმანეთზე დაბალი ინტელექტის მქონე ხალხია. ჩაყევით უბრალოდ გირჩის ფეისბუქს და ნახავთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ ისინი ამ დღის განმავლობაში. სამარცხვინო. ჯაფარიძის "გირჩს" ვგულისხმობ. ელემენტარულად ჩაყევით, ნახავთ, ინტელექტის ზეიმს, ერთი, და მეორე, როგორ არ უნდა ამჩატდეს პოლიტიკური პარტია, არის საუკეთესო ილუსტრაცია. [...]

ეს იყო "ნაც. მოძრაობა", ეს იყო "ლელო." ხაზარაძის პოსტი არ გახსოვთ? ნუ, ესეთი სისულელე როგორ უნდა დაწერო, კაცო... ყველა ამჩატდა. გახარია ამჩატდა, ხაზარაძე ამჩატდა, "ნაც. მოძრაობა" ამჩატდა, "ლელო" ამჩატდა. ყველა ამ დღეში იყო იმ დღეს. ეს არის, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემა. მადლობა ღმერთს, რომ ეს ადამიანები იმ დღეს არ იყვნენ ხელისუფლებაში და მადლობა ღმერთს, რომ ეს ადამიანები დღეს არ არიან ხელისუფლებაში," - ამბობს ირაკლი კობახიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100