სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვაშაძე: ამ არჩევნებში სრული დამაჯერებლობით ოპოზიცია იმარჯვებს

საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტონ, ვინ იმარჯვებს არჩევნებში და არა მოძალადეებმა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის “ ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო პროცესი მიდის გაუგონარი ძალადობისა და გაუგონარი ფიზიკური დაპირისპირების ფონზე.

"მნიშვნელოვანი, რათა ამომრჩეველმა გადაწყვიტოს საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტონ, ვინ იმარჯვებს არჩევნებში და არა მოძალადეებმა, ზონდერბრიგადებმა და კრიმინალებმა, არა ფულმა და მოსყიდვამ, რომელსაც ტოტალურად აქვს ადგილი. ყველა ინფორმაციით, ამ არჩევნებში სრული დამაჯერებლობით ოპოზიცია იმარჯვებს და ეს საარჩევნო დღის ბოლოს აუცილებლად დაფიქსირდება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არავინ შეგაშინოთ ამ ყველაფერმა, რასაც სპეციალურად აკეთებენ და მოდით არჩევნებზე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100