სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნუ ინერვიულებთ, თუ ყველაფერი ისე არ წარიმართება, როგორც დაგეგმეთ, ცოტა ხანში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. საღამოს სასიამოვნო ამბებს მიიღებთ.

კურო
უამრავი წვრილ-წვრილი საკითხი გექნებათ მოსაგვარებელი. გააუმჯობესეთ სამსახურებრივი პირობები, თქვენი სამუშაო ზონა. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი
მოაგვარეთ საქმეები, შეასრულეთ ვალდებულებები და გართობისა და მხიარულებისთვის მოიცალეთ. დღეს ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს გაიჩენთ.

კირჩხიბი
დღეს ყველაფერი ისე მოხდება, როგორც მოისურვებთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობითა და რომანტიკით აგავსებთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ლომი
იმპულსურობა კი გახასიათებთ, მაგრამ დღეს აკონტროლეთ ემოციები. არ აწყენინოთ გარშემო მყოფებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.

ქალწული
გაბედულად იმოქმედეთ. საინტერესო შეხვედრებით დატვირთული დღე გელით, გავლენიან ადამიანებს დაიმეგობრებთ. საღამოს რომანტიკისთვის გამონახეთ დრო.

სასწორი
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და მოერიდეთ ავანტიურას. საღამოს გამონახეთ დრო და ბავშვებთან ერთად გაატარეთ. ისინი განწყობას გაგიუმჯობესებენ.

მორიელი
მეტი დრო დაუთმეთ გართობას, მეგობრებთან შეხვედრას. საყვარელი ადამიანი მზრუნველია თქვენ მიმართ. საღამო სიურპრიზებით იქნება აღსავსე.

მშვილდოსანი
თავგადასავლებისა და პოზიტიური ემოციების დღე გელით. სამსახურის საქმეები დაკვირვებულად მოაგვარეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან და უფროსთან.

თხის რქა
დღეს თავს კომფორტულად იგრძნობთ ნებისმიერ გარემოში. სასიხარულო ამბები თქვენს კეთილისმსურველებს გაუმხილეთ. პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი საუკეთესოდ გაქვთ.

მერწყული
მოიშორეთ უსიამოვნო ფიქრები და ყველაფერს საუკეთესოდ გაართმევთ თავს. საღამო საყვრელ ადამიანთან ერთად გაატარეთ, რომელიც რომანტიკულ სიურპრიზს გიმზადებთ.

თევზები
დღეს თავგადასავლები გაგიტაცებთ. მაგრამ ჯერ სამსახურებრივი საქმები მოაგვარეთ. საღამოს მოაწყვეთ წვეულება, დაპატიჟეთ მეგობრები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100