სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბურჯანაძე: "ქართულ პარტიასთან მიმართებაში ჩემი ეჭვები დადასტურდა"

"ქართული პარტიას" თავიდანვე ეჭვით ვუყურებდი და ბოლოს განვითარებული მოვლენების გამო ჩემი ეჭვები დადასტურდა, - განაცხადა "სახალხო კრების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "რია ნოვოსტის" თბილისის ოფისში ქართული, რუსული და უცხოური მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ინიციატივა "სახალხო კრებაზე" მისვლისა და კრებისა და "ქართული პარტიის" კოორდინირებული მოქმედებებისა "ქართულ პარტიას"ეკუთვნოდა, კრებაზე მისვლის უფლება კი ყველა ქართველს აქვს.

"მას შემდეგ რაც ჩვენსა და ქართულ პარტიას შორის გაიმართა კონსულტაციები, დავსვი სრულიად ბუნებრივი კითხვები, რომლებიც კონკრეტულად ეხებოდა იმას, თუ რა გზებით აპირებდა ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნებას და რა მეთოდების გამოყენებით აპირებდა ბრძოლის გაგრძელებას. სურდა მას მხოლოდ მშვიდობიანი თუ ნებისმიერი საშუალებებით ბრძოლა",_ განაცხადა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ მან დასმულ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო.

მეტიც, ბურჯანაძის განცხადებით, ორი დღის წინ "ქართული პარტიის" წარმომადგენლები სოზარ სუბარი და ლევან გაჩეჩილაძე ორი დღის წინ თავად არ იყვნენ საქმის კურსში, რა გზებით აპირებდა დაბრუნებას ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში.

"მათ ჩემთან საუბარში თავად განაცხადეს, რომ მათთვისაც უცნობი იყო, რა გზებით აპირებდა ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნებას. მე დავსვი ის კითხვები, რაც ბუნებრივად უნდა დამესვა და პასუხი ვერ მივიღე. ამ პარტიას ისედაც ეჭვის თვალით ვუყურებდი და ჩემი ეჭვი გამართლდა", _ განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100