ნინო ბურჯანაძე: კონკრეტული ქმედებებისთვის მზად ვიქნებით მაშინ, როდესაც ხალხი იქნება მზად
ჩვენ კონკრეტული ქმედებებისთვის მზად ვიქნებით მაშინ როდესაც ამისთვის ხალხი იქნება მზად ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო კრების ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ისინი არ აპირებენ 25 მაისს დაელოდნონ და თუ მანამდე ხალხი კონკრეტული ქმედებისთვის მზად იქნება, ამას განახორციელებენ კიდეც.
"კონკრეტული ქმედებებისთვის მზად ვიყავით ჩვენ დღესაც და ასევე მზად ვიქნებით 23 და 24-შიც მთავარია ამისთვის ხალხი იყოს მზად და მაიღწიოს იმ კრიტიკულ რიცხვს რომ ეს ქმედებები განხორციელდეს", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი შეფასებით, სახალხო კრებამ უკვე გარკვეულ წარმატებებსცა მაიღწია იმ კუთხით, რომ მიუხედავად ბათუმსა და თბილისში აქციების დარბევისა, ხალხი მაინც გარეთ დგას და არ დაიშალა. ამასთან, ბურჯანაძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქციები გაგრძელდება, ხოლო მაესტროს სტუდიის დამონტაჟება და პირდაპირ ეთერში გაშვება კი უზრუნველყოფს რომ აქციების დარბევის შესაძლებლობა მინიმუმამდე დავიდეს.
"პირდაპირ ეთერში აქციის დარბევა უკვე ნამეტანია", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
კომენტარი