სახალხო კრების აქციაზე ტაიმ-აუტი გამოცხადდა
საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციაზე ერთიანი სამოქმედო გეგმის კოორდინაციის მიზნით ტაიმ-აუტი გამოცხადდა. ნინო ბურჯანაძე, ეროსი კიწმარიშვილი, სოზარ სუბარი, კახა კუკავა, ეკა ბესელია და სხვები მსჯელობენ, თუ სად გაიმართოს მოლაპარაკებები აღნიშნულ თემაზე.
მანამდე კი, აქციის მონაწილეებს ნინო ბურჯანაძემ, დიმიტრი ჯაიანმა, გია ბურჯანაძემ და რეზო ესაძემ და ირაკლი ბათიაშვილმა მიმართეს.
ნინო ბურჯანაძე ხალხს დაპირდა, რომ მათი ბრძოლის შედეგად ქვეყანას ეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც არ დაუშვებს საქართველოში ადამიანების შიმშილით დახოცვას, ბავშვთა სიკვდილიანობას, ქვეყნის სიღატაკეში ცხოვრებას და ა.შ.
გია ბურჯანაძემ კი, განსაკუთრებული მადლობა აქციის მონაწილე ქალბატონებს უთხრა და აღნიშნა, რომ ისინი ვაჟკაცები არიან.
დიმიტრი ჯაიანმა კი აფხაზეთის დაბრუნების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთში "საქართველოს ელოდებიან".
ჯაიანმა მოიკითხა "მონადირეები", "ის "ლომები", რომელთაც ემზარ კვიციანი ხელმძღვანელობდა და რომლებიც კოდორს იცავდნენ".
"ისევ აღდგება "მონადირე" და ისევ გააცილებს საქართველოს აფხაზეთში", - მიმართა აქციის მონაწილეებს დიმიტრი ჯაიანმა.
კომენტარი