სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის ადვკატების პირველი კომენტარები

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატები მათ დაკავებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებენ. ადვოკატების განცხადებით დაკავებულები არ ცნობენ თავს დამნაშავედ.

გიორგი ჩივიაშვილი, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი: რათქმაუნდა არცერთ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, უფრო მეტიც სასაცილოდ მიიჩნევს ამ ბრალდებებს, ვინაიდანაც ეს ბრალდებები აბსურდულია. მას ედავებიან სამუშაოს მაძიებელთა ბაზების შესახებ და გამოძიებას ქონდა შეკითხვა: რატომ არის 70 წლის ადამიანი დასქმებული.

ბრალდება მიიჩნევს, რომ მას აქვს გაფლანგული და არამიზნობრივად დახარჯული თანხები, მაგრამ მერაბიშვილი არ ცნობს თავს დამნაშავედ, მას ბრალს დღეს ან ხვალ წარუდგენენ.

გიორგი გელხაური (ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატი): მოგეხსენებათ, რომ ბატონ ზურაბს ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წაუყენებიათ, ველოდებით. და რაც შეეხება მის დაკავებას როგორც აგვიხსნეს ეს არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, იმიტომ, რომ მან შექმნა სამუსაო ადგილები. დღეს დაიკითხა ჭიაბერაშვილი მოწმის სახით, სვას ვერაფერს გეტყვით, ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ და დეტალურად მერე ვისაუბრებ.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100