სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლორთქიფანიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე, სადაც კორპუსის მშენებლობის გამო, ფერდი ჩამოიშალა, მერიამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. მოსახლეობის გაყვანა, იმ კორპუსიდან ხდება, რომელიც ფერდის სიახლოვეს არის. მერიის ცნობით, მოსახლეობა დროებით ალტერნატიულ სივრცეებში გადანაწილდება. "პირველი ამოცანაა, მოსახლეობა იყოს უსაფრთხოდ, რეალური საფრთხე არსებობს თუ არა, ამის მიუხედავად. გარკვეული რისკები არსებობს. ამიტომ, 1%-იც რომ იყოს რისკი, ვერავის დავტოვებ იმ 1% რისკის ქვეშ. სასწრაფოდ არის ეს ყველაფერი დასაორგანიზებელი და ამ პროცესში ვართ", - თქვა მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100