სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტყუილის თქმა არ მჩვევია, სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის შესახებ არავინ ვიცოდით – მელია ვაშაძის განცხადებაზე

ერთიანი ოპოზიციის ლიდერმა, ენმ-ს პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელმა ნიკა მელიამ გრიგოლ ვაშაძის პირველ მიმართვასთან დაკავშირებით მედიასთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რომელიც მხოლოდ დიალოგის რეჟიმით ვერ ჩატარდება. მისი თქმით, აუცილებელია მშვიდობიანი აქციები, რომელიც პერმანენტულ სახეს მიიღებს და რომლითაც ხალხი საბოლოო გამარჯვებას მოიპოვებს:


"ისტორიულად რუსთაველის გამზირზე გადაწყვეტილა ამ ქვეყნის ბედი - აი ასეთი სიმტკიცითა და ერთობით ხალხი გაიმარჯვებს.

მე არ მჩვევია ტყუილის თქმა, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის შესახებ არავინ არაფერი ვიცოდით. ძალიან სამწუხარო და გაუგებარია, მით უფრო, რომ არსებობს პრესსამსახური და არასოდეს ბატონ გრიგოლს არავითარი განცხადება არ გაუვრცელებია პრესსამსახურის გვერდის ავლით. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მან ეს გააკეთა. ძალიან სამწუხაროა, ადამიანურადაც გული დამწყვიტა. ეტყობა ყველას ვერ გაგვიგია, რა გამოწვევაა ქვეყანაში, ეტყობა ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, თუ რას ვსაუბრობთ ჩვენ რუსთაველზე, არავინაა დიალოგის წინააღმდეგი, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება მშვიდობიანი აქციების პარალელურად. დიალოგი კი გაიმართება მხოლოდ სამართლიანი არჩევნების კი არა უბრალოდ მხოლოდ არჩევნების ჩატარების მოპოვებასთან დაკავშირებით. ივანიშვილმა პოლიტიკა დაღუპა და ჩვენ ახლა ვიბრძვით პოლიტიკის გაცოცხლებისთვის" - განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100