ნიგერიელმა მეკობრეებმა ქართველები გაათავისუფლეს
ნიგერიელმა მეკობრეებმა 8 ოქტომბერს დაკავებული ტანკერი გაათავისუფლეს, რომელზეც ქართველი მეზღვაურებიც იმყოფებოდნენ. როგორც ერთ-ერთი მეზღვაურის, მამუკა კუნჭულიას მეუღლემ, ლელა ვასაძემ განაცხადა, მეუღლე გამთენიისას, 04:00 საათზე დაუკავშირდა და აცნობა, რომ თავისუფალი იყო. მისი თქმით, ქართველი მეზღვაურებიდან ყველა ჯანმრთელადაა. ტანკერი კი მეკობრეებმა ტვირთის მიტაცების შემდეგ გაათავისუფლეს.
როდის დაბრუნდებიან გათავისუფლებული ქართველები საქართველოში, ჯერ უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ნიგერიელმა მეკობრეებმა ატლანტის ოკეანეში ტანკერი 8 ოქტომბერს დააკავეს. გემის ეკიპაჟის 20 წევრიდან, 12 ქართველია.
კომენტარი