სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ზეგ პაემანს ვგეგმავ და შარვალს რომ ჩავიხდი, ცალკე ამაზე არ გაუსკდეს გული..." მომღერალი მიშო სულუხია ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა და სხეული დალურჯებული აქვს

მომღერალი მიშო სულუხია მოტოციკლით ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა - ამის შესახებ თავად მიშომ დაწერა სოციალურ ქსელში:

"როგორც ჩვენი პროფესორი იტყოდა : ვითომ ზღვაზე ვართ.
- ღმერთს რომ ვუყვარვარ, სულ ვგრძნობ ამას. ახალგაზრდა ბიჭმა მანქანით დამარტყა, ერთი 20 მეტრი მოტომ იფრინა, ერთი 10 - მე, ფეხზე წამოვხტი და მოტოს ვეცი, რამე ხომ არ სჭირს-მეთქი და ნაკაწრიც არ ჰქონდა, მხოლოდ "ნოშკა" გამეღუნა და დავმშვიდდი.
ავტობუსზე კეთილგანწყობა სად გამომადგა, მძღოლს სწრაფი რეაქცია ჰქონდა და არ გადამიარა. ამასობაში აკანკალებული მძღოლიც მომვარდა. ისე განიცდიდა, ჩხუბი ვეღარ დავუწყე. იმ წუთას ვერაფერს ვგრძნობდი, მერე ვიპოვე დაბეჟილობები. ესეთი სილურჯე არასდროს მქონია.
ახლა მითხარით, ამაზე რა მალამო წავისვა, რომ მალე გამიაროს. ზეგ პაემანს ვგეგმავ და შარვალს რომ ჩავიხდი, ცალკე ამაზე არ გაუსკდეს გული" - წერს მიშო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100