სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ურთიერთობაში მეტად დილომატიური უნდა იყოთ. მეტი დრო დაუთმეთ საბინაო საკითხების მოგვარებას, სახლში დღესასწაულის შექმნას. სიფრთხილე გამრთებთ მგზავრობისას. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.
კურო
იყავით კრიტიკული საკუთარი თავის, საქმეების მიმართ. დღის პირველი ნახევარი წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას დაუთმეთ. საღამო - ჰობის ან დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი
მოერიდეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან. კარგად დააკვირდით მოვლენებს. არ გამოგრჩეთ რამე ძალიან მნიშვნელოვანი. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, დაპირებების შესრულებას.

კირჩხიბი
მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. დილით ყურადღების ნაკლებობის გამო შეიძლება ჭირვეული გახდეთ. კარგი დღეა გულითადი საუბრისთვის კოლეგასთან, შვილთან. საღამოს სულიერ სიმშვიდეს მოულოდნელი საჩუქარი მოგანიჭებთ.

ლომი
მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან (განსაკუთრებით, მანდილოსნებთან). მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. სახლში დღესასწაულის შექმნას.

ქალწული
ნუ ენდობით საეჭვო ადამიანებს და უფრო მეტიც, ნუ ანდობთ მათ თქვენს ფულს. შეიძლება ფარული მიმოწერა გააბათ ვინესთან. საღამო პასიურ დასვენებას დაუთმეთ.

სასწორი
ნუ დაისახავთ ახალი საქმეების დაწყებას, მიმდინარეებს მიხედეთ. დღის პირველი ნახევარი იმიჯის, მანერების გაუმჯობესებას დაუთმეთ. საღამოს დამატებითი შემოსავლის მოძიებით იქნებით დაკავებული.

მორიელი
კარგი დღეა ინტელექტუალური სამუშაობისთვის. მეტი დრო

დაუთმეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

მშვილდოსანი
დილა მივიწყებულ საქმეებს, ურთიერთობების აღდგენას, ფინანსური საკითხების მოგვარებას დაუთმეთ. ნუ აჩქარდებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას. ყური დაუგდეთ ოჯახის წევრების რჩევებს.

თხის რქა
ორ ცეცხლშუა აღმოჩნდებით: ახალ საქმეებს მოკიდოთ ხელი, თუ ძველები დაასრულოთ?.. უმჯობესია, ახალი პროექტები არ დაიწყოთ. მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალური საქმეების მოგვარებას.

მერწყული
თავისუფალი გრაფიკით იმოქმედეთ. დილას გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. ზომიერი ფლირტიც დასაშვებია. კარგი დღეა საქმიანი მიმოწერისთვის. თუ რაიმე გაწუხებთ, "ქვეყანას ნუ მოსდებთ", კონკრეტულ ადამიანთან ერთად განიხილეთ.

თევზები
დღეს მარტივად გაარჩევთ ერთმანეთისგან ცრუ და ერთგულ მეგობრებს. ნუ ჩაიდებთ გულში სევდას. პარტნიორებისგან საინტერესო შემოთავაზებას, კოლეგებისგან პოზიტივს მიიღებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100