დრონი.ჯი-ს ექსკლუზივი: „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ქორეოგრაფებმა პროტესტის ნიშნად პროექტი დატოვეს? - შოუ ორშაბათს, სავარაუდოდ, ეთერში არ გავა
„ცეკვავენ ვარსკვლავები“ ორშაბათს, სავარაუდოდ, ეთერში არ გავა.
დრონი.ჯი-ს
სანდო წყარომ
აცნობა, რომ პროექტის ქორეოგრაფებმა
პროტესტის ნიშნად
„ცეკვავენ ვარსკვლავები“
დატოვეს. ჩვენი ინფორმაციით პროექტი
დატოვა რეჟისორმაც.
სანდო წყარო
დრონი.ჯი-სთან
საუბარში ყვება,
რომ ქორეოგრაფების
წასვლის მიზეზი
გოჩა ჩერტკოევთან
დაპირისპირება იყო,
რადგან გოჩას
არ მოსწონდა
მათი დადგმული
ცეკვები.
თქვენ გახსოვთ
ალბათ, რომ,
როდესაც ლალი
მოროშკინამ პროტესტის
ნიშნად დატოვა
პროექტი, ერთ-ერთ
მიზეზად
სწორედ გოჩასა
და ქორეოგრაფებს
შორის არსებული
დაპირისპირება დაასახელა
და ასეთი
რამ თქვა:
„როდესაც ჟიური უწუნებს ქორეოგრაფიულ დადგმას მონაწილეებზე 24 საათიანი რეჟიმით გადაყოლილ უკრაინელებს და ტყუპებს და მე ვჩუმდები- მე, მე აღარ ვარ... არ დატოვონ პროექტი უკრაინელმა ქორეოფრაფებმა და ტყუპებმა“!- წერდა მაშინ ჟურნალისტი.
როგორც ჩანს,
ლალის ნათქვამი
ახდა და
ტყუპებმა და
უკრაინელმა ქორეოგრაფებმა
პროექტი დატოვეს.
დრონი.ჯი
ქორეოგრაფ ტყუპებიდან ერთ-ერთს
გიორგი ჯიბლაძეს
დაუკავშირდა.
დრონი.ჯი:
გიორგი მართალია
თუ არა,
რომ თქვენ
პროტესტის ნიშნად
დატოვეთ „ცეკვავენ ვარსკვლავები“?
გიორგი: მოდი
კომენტარს არ
გავაკეთებ ამასთან
დაკავშირებით. არც
უარვყოფ ამ
ინფორმაციას და
არ დავადასტურებ,
კარგით?
დრონი.ჯი-მ
სანდო წყაროსგან
ისიც გაიგო,
რომ პროექტის
მთავარ პროდიუსერს
ეკატერინე ნაცვლიშვილს, შესაძლოა ნოე
სულაბერიძე დაახმარონ და ამაზე
მიდის მოლაპარაკება.
„არც რეპეტიციები მიდის,
სრული გაურკვევლობაა,
ნოესთან მიდის მოლაპარაკება, შეიძლება მას გადააბარონ
პროექტი, ამიტომ ორშაბათს
ვერანაირად ვერ
გავა ცეკვავენ
ვარსკვლავები ეთერში“
- აცხადებს წყარო.
ჩვენ, ინფორმაციის
გადასამოწმებლად ნოე სულაბერიძეს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა რომ 10 წუთში გადაგვერეკა,
თუმცა ამ დრომდე ტელეფონს არ პასუხობს.
ასევე, ვერც ეკატერინე
ნაცვლიშვილთან მოხერხდა დაკავშირება, რადგან ზარებს არც ის პასუხობს.
რაც შეეხება „ცეკვავენ
ვარსკვლავების“ მონაწილეებს“, ისინი ამ საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებენ.
როგორც ჩანს, პროექტის შემოქმედებითი გუნდი ჯერ ჩამოყალიბების
პროცესშია, არ იციან რას მოუხერხებენ „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ და მოლაპარაკებები მიდის
იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გადაიბარებს პროექტს. სწორედ ამიტომაა, რომ კომენტარისგან
ყველა თავს იკავებს, თუმცა ერთი კი ფაქტია, რომ დრონი.ჯი-სთან ამ ინფორმაციის უარყოფა
არავის უცდია.
კომენტარი