"სულ რაღაც 4 თვეში პატარა სიყვარული გვეყოლება" - თამო ვაშალომიძე ორსულადაა
თამო ვაშალომიძე ორსულად არის.ამის შესახებ მოდელი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.
"ბედნიერი ვარ რომ 3 წელია მყავს გვერდით ადამიანი ვინც უბედნიერეს ქალად მაგრძნობინებს თავს და სულ რაღაც 4 თვეში და პატარა სიყვარული გვეყოლება",- წერს მოდელი.
ცნობისთვის თამო ვაშალომიძე დაახლოებით 10 დღის წინ დაინიშნა. მისი რჩეული ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენია. როგორც მოდელი ამბობს, წყვილის ურთიერთობა უკვე სამ წელს ითვლის.
კომენტარი