სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თუ ღმერთი სამართლიანია, რატომ კვდებიან ბავშვები და ახალგაზრდები?! – მამა შალვას განმარტება

თუ ღმერთი სამართლიანია და ასე უყვარს ადამიანები, მაშინ რატომ კვდებიან ბავშვები?! კაცთმოყვარეა ღმერთი, რომელიც ბავშვებს კლავს, სიმსივნეს აჩენს?!, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელია ამაღელებასთან დაკავშირებით გამართულ ლიტურგიაზე საუბრობს და ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხს განმარტავს.

„თუ ღმერთი ასეთი მოსიყვარულეა, დაავადებებისგან რატომ არ კურნავს ადამიანებს? თუ ასეთი ღმერთი გყავთ თქვენ, რატომ არ ინკურნებიან ადამიანები? რატომ კვდებიან ახალგაზრდები? რატომ უკვდება დედას შვილი? ასეთი კითხვები ხშირად დაუსვამთ ჩემთვის.

არა, ღმერთი მოსიყვარულე მამაა, ღმერთი სიკეთის მამაა, ღმერთი ბედნიერების მამაა. ღმერთს არ შეუძლია სიბოროტე შექმნას, ღმერთს არ შეუძლია ადამიანი მოკლას, ღმერთს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ ამას არ გააკეთებს. ღმერთი გულს არ გატკენს არასდროს.

იყო ერთი მეცნიერი გომართინი და ზუსტად ამ კითხვებს უსვამდა წმინდა ალექსი შუშანიას. წმინდა შუშანიამ მას წერილი გაუგზავნა:

რატომ იცითო? იმიტომ, რომ ჩვენ ადამიანებმა ჩვენი ხელით გამოვაძევეთ საკუთარი თავები სამოთხიდან და დავტოვეთ ჩვენივე ნებით, ღმერთის მიმართ დამოურჩილებლობით, მცნების დარღვევით.

ეს ყველაფერი ჩვენი ცოდვით, უგულობით, ერთმანეთის უსიყვარულობით, გაუტანლობით ხდება,”- ამბობს მამა შალვა კეკელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100