სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ოცნება“ ამბროლაურშიც მარცხდება

ქართული ოცნებისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დავით დარახველიძე მარცხდება. ის კენჭს ამბროლაურში იყრის და რაჭაში თავისი პრორუსული პოზიციითა და ტანკზე ოცნებიითაა ცნობილი.

ქალაქ ამბროლაურში ამ დროისთვის სიმშვიდეა. „პრესა.ჯი“-ს კორესპონდენტი გვატყობინებს, რომ ისევე როგორც მთელ რეგიონში, ამ მომენტისთვის ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს.

გამოკითხულთა უმრავლესობამ, ამბროლაურში ღიად განაცხადა, რომ ისინი ხმას ნაციონალურ მოძრაობასა და გოჩა ენუქიძეს აძლევენ. დარახველიძის შტაბში ცოტა ხნის წინ არეულობაც იყო. შტაბის ერთ-ერთმა წევრმა, საგანგებო თათბირზე უკვე აღიარა „გარდაუვალი მარცხი“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100