სტუდენტი გოგონა ავარიაში მოყვა და ჰელოვინის კოსტუმისა და გრიმის გამო ყველას მკვდარი ეგონა
გუშინ საღამოს დასავლეთ ვირჯინიის მაცხოვრებელი სიდნი ვოლდი წვეულებიდან დაღლილი ბრუნდებოდა სახლში, ამიტომ არც ჰელოვინის კოსტუმი გაიხადა და არც გრიმი მოიშორა, რადგან მალე უნდოდა სახლში მისვლა. გოგონა საჭესთან ჰელოვინის კოტუმში გამოწყობილი დაჯდა.
სიდნი სახლისკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა - მას გზაზე ირემი გადაუხტა და გოგონამ დამუხრუჭება ვერ მოასწრო, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს დაეჯახა. გამომდინარე იქიდან, რომ ის მოკლული დედოფლის კოსტუმში იყო გამოწყობილი, მთელს სხეულზე ხელოვნური სისხლი ჰქონდა წასმული. ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველებს გოგონა მკვდარი ეგონათ და სასწრაფოსა და პოლიციის ეკიპაჟები გამოიძახეს.
გულწასული გოგონა ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამაც გარდაცვლილად ჩათვალა, სანამ ერთ-ერთმა მათგანმა არ შეამჩნია, რომ სიდნიმ ჯერ ხელი გაამოძრავა და შემდეგ გონზე მოვიდა. როგორც აღმოჩნდა, სტუდენტს მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა და სერიოზული არაფერი სჭირდა:
"სანამ ჩემს მშობლებს ველოდებოდი, რათა შემთხვევის ადგილიდან წავეყვანე, თვითმხილველებს ვესაუბრებოდი. ამ დროს მოვიდა პოლიციის კიდევ ერთი ეკიპაჟი და რომ დამინახეს "სისხლში ამოსვრილი" ვიყავი, სასწრაფო დახმარების ექიმებს მკაცრად უთხრეს, რომ ჩემთვის ყურადღება მოექციათ, ძალიან სასაცილო სიტუაცია შეიქმნა, დიდი ძალისხმევის შემდეგ დაიჯერეს, რომ არაფერი მჭირდა და ეს მხოლოდ გრიმი იყო" - განაცხადა სიდნიმ.
კომენტარი