მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გარდაცვლილი იპოვეს
პოლიციაა მობილიზებული ჩაქვში - რამდენიმე საათის წინ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, გენადი სრუმანიძე, საკუთარ სახლიდან რამდენიმე მეტრში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილს, ტყვია აქვს მოხვედრილი, თუმცა ოჯახი იმფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
53 წლის სურმანიძე სისტემაში 30 წლის განმავლობაში მუშაობდა.
ოჯახს მომხდარის შესახებ ვერსიები არ აქვს, ამბობენ, რომ გარდაცვლილს პრობლემები არ ჰქონდა. სურმანიძეები ექსპერტიზის დასრულებას ელოდებიან.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარი