ექიმის პირველი კომენტარი - ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ცოტა ხნის წინ დაჭრილ მომღერალს, ირაკლი ნოზაძეს ამ დრომდე ოპერაცია უტარდება. მას ცივი იარაღით ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
ღუდუშაურის კლინიკის ქირურგი, ნიკოლოზ ქარცივაძე "რუსთავი 2"-თან საუბრისას აცხადებს, რომ დაჭრილი მომღერლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მას მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული.
რა დრო დასჭირდება ოპერაციის დასრულებას, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე იმყოფებიან ირაკლი ნოზაძის ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები.
შემთხვევა დაახლოებით საათნახევრის წინ, თბილისში წერეთლის გამზირზე მოხდა. ირაკლი ნოზაძე სავარაუდოდ, ორმა ქალმა დაჭრა.
კომენტარი