სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოფო ნიჟარაძემ საქართველო დატოვა და დაიბარა: „მალე დავბრუნდები“

სოციალურ ქსელებში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანა მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ დატოვა. მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს თურქული მედია, რომლის ცნობითაც, პოლიტიკური ვნებათაღელვით სავსე საქართველოს გარიდებული მომღერალი ხმელთაშუა ზღვის კურორტ კუშადასში იმყოფება.

თურქული მედიის ცნობით, სოფო ნიჟარაძე ქალაქ კუშადასში სამდღიან ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას და ქალაქის ქუჩებში ჯაზ-ჯგუფთან ერთად კონცერტებს გამართავს. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ სოფო ნიჟარაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ პროფილზე გააკეთა განცხადება, სადაც მიუთითა რომ წასულია თურქეთში ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად და მალე დაბრუნდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100