სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნიკა მელია პუფია" - "ოცნების" იერიში ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარეზე დაწყებულია

ნიკა მელია პუფია - საპარლამენტო უმრავლესობის იერიში ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის წინააღმდეგ დაწყებულია. ძველი პოლიტიკური კონკურენტი ახალი ძალებით ხელისუფლებას ღიმილის განწყობაზე აყენებს და არ აშინებს.

კობახიძის გუნდი ამტკიცებს, რომ მელიამ პოლიტიკური წონა დაკარგა და მათთვის არაფერს შეცვლის თუ ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯომარე არჩევნებში მათი კონკურენტი გახდება.

ეს ადამიანი არის პუფი, მე არ ვიცი ახლა რას დაარქმევს ნიკანორ მელია თავის პარტიას თუ პოლიტიკურ ჯგუფს, მაგრამ უამრავი შეიძლება იყოს მოსაზრება, მაგრამ მე შევთავაზებდი, რომ მაგალითად, პოლიტიკური პუფების პარტია ძალიან მშვენივრად.

"ფოქსი" რომ ბოქსად გადაიქცევა და შექმნის პოლიტიკურ ყუთს და ჩაიყრება ყველა და აპოკალიფს მოახდენენ და დიდ გარდატეხას მოაწყობენ, ეს არის ღიმილისმომგვრელი. არანაირ პოლიტიკურ მომავალზე არ შეიძლება იყოს საუბარი. აგერ საზოგადოება ძალიან მალე დაინახავს, ვინ გამოიყენებს, ვინ მისცემს ამ დანიშნულებას ამ პოლიტიკურ პუფებს და ეს ისტორია თვითონ დაუწერა საკუთარ თავს,“ - ამბობს ალუდა ღუდუშური.

ეს იყო კატაპულტირება, კატასტროფის წინაშე მდგარი ენმ-დან გაქცევა, თან უნდა დავუკვირდეთ, ვინ არის ნიკა მელია, ნიკა მელია არის ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ არ გადავიხდი ჯარიმას - გადაიხადა, რომელმაც თქვა, რომ არ შევალ პარლამენტში - შევიდა, თქვა, არ წავალ პარტიიდან - წავიდა. ანუ ჯერჯერობით, ყველაფერს აკეთებს უკუღმა და იმის საპირისპიროდ, რასაც ეუბნება საზოგადოებას,“ - ამბობს თალაკვაძე.

მელიას გადაწყვეტილებით დადგინდა ის, რომ იქნება ძველი და ახალი ნაცმოძრაობა. ეს არის მოცემულობა, ახლა ძველი ნაცმოძრაობა უფრო მეტ ხმას მიიღებს, თუ ახალი ნაცმოძრაობა, ეს დამოკიდებული იქნება რომელი უფრო კომიკურად მივა 2024 წლის არჩევნებამდე. სერიოზულად ამას არავინ აღარ აღიქვამს, მთავარი არის ის, რომ სიურპრიზი მოუწყეს ხაბეიშვილს და ამერიკიდან რომ ჩამოვა, დახვდება უკვე ორად გაყოფილი პარტია, რისი მოლოდინიც ჩვენ გვქონდა,“ - ამბობს მაჭარაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100