სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლუგანსკის ოლქის ქალაქ შჩასტიას მახლობლად 50-მდე რუსი ოკუპანტია განადგურებული - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქის ქალაქ შჩასტიას მახლობლად 50-მდე რუსი ოკუპანტია განადგურებული.

„კრამატორსკის რაიონში ჩვენმა სამხედროებმა რიგით მეექვსე რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. შეიარაღებული ძალები ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ რუსულ ჯარს. სამხედრო ქვედანაყოფები საკუთარ პოზიციებზე იმყოფებიან. მოწინააღმდეგეს დანაკარგი აქვს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გჯეროდეთ უკრაინელი ჯარისკაცების“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ, ომი ოფიციალურად გამოაცხადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100