სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვი მის მიერ გაუბედურებული ქართველი დევნილების იგნორირებაში თბილისს ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კიტიკულ სიტუაციებზეა საუბარი.

ანგარიში, 26 მაისის ღამის მოვლენებით იწყება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ ღამეს პარლამენტის შენობასთან პოლიციამ მომიტინგეები დაშალა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ათეულობით, მათ შორის ქალები, ასევე ჟურნალისტები სასტიკად სცემეს.

აქვე საუბარია, აგვისტოში “თბილისის დროებითი საცხოვრებლებიდან დევნილების იძულებით გასახლებაზეც. ანგარიშში მითითებულია, რომ 1990-იანი წლების და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად საქართველოში 247 ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირია. მათ უმეტესობას 20 წლის განმავლობაში დაბრუნების უფლების რეალიზება არ შეუძლია, მათ ვერ მიიღეს მუდმივი საცხოვრებელი, აქვთ მნიშვნელოვანი სირთულეები შრომით მოწყობაში და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაში, სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველები არიან."

რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ადამიანის უფლებათა დამრღვევ სახელმწიფოებს შორის სხვა ქვეყნებიცაა ჩამოთვლილი. ერთ-ერთი მათ შორის კანადაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100