პანამაში 17-დან 22 წლამდე ასაკის ოთხი გოგო და სამი ბიჭი ცეცხსასროლი იარაღით დახოცეს
პანამაში, გატუნის ტბასთან 7 ადამიანი მოკლეს, - ამის შესახებ Aljazeera წერს.
17-დან 22 წლამდე ასაკის ოთხი გოგო და სამი ბიჭი ცეცხსასროლი იარაღით დახოცეს.
პროკურორის, ადოლფო პინედას განცხადებით, სროლისგან თავის დაღწევა რამდენიმე ადამიანმა შეძლო და ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ.
ირკვევა, რომ რამდენიმე გარდაცვლილისთვის მიყენებული ჭრილობები არ იყო სიცოცხლესთან შეუსაბამო, თუმცა, ჯერჯერობით, გაურკვეველია, რამ გამოიწვია სიკვდილი.
მკვლელობის მოტივი უცნობია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი ტბაზე საცურაოდ მიდიოდნენ. ოჯახები მათ 17 ივლისიდან ეძებდნენ.
კომენტარი