ლუდი „სტაროპრამენის“ „სმეგ“ მაცივრის გათამაშებაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ლუდი „სტაროპრამენის“ სიურპრიზები „სმეგ“ მაცივრის გათამაშებით გრძელდება და გამარჯვებულებიც უკვე ცნობილია. დაჯილდოების ცერემონიალი 22 ნოემბერს, „ისთ ფოინთის“ „კარფურში“ გაიმართა.
მნიშნელოვანია,
რომ გათამაშება
„კარფურის“ ქსელში მიმდინარეობდა და მონაწილეობას „MyClub“-ის ბარათების მფლობელები
იღებდნენ (თბილისი და ბათუმი). გათამაშება 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით
გაგრძელდა, რომელშიც 1229
ადამიანი მონაწილეობდა. გათამაშების შედეგად გამარჯვებულები ნანა ლებანიძე და მურთაზ კაკულია
გახდნენ. საჩუქრად მათ სპეციალურად გათამაშებისთვის შექმნილი ლუდი
„სტაროპრამენის“ „სმეგ“ მაცივრები გადაეცათ.
„წელს ლუდი „სტაროპრამენი“
აღნიშნავს 150 წლის იუბილეს, რომლის ფარგლებში საკმაოდ ბევრი ღონისძება გავმართეთ,
მათ შორის, აკუსტიკური მუსიკის საღამო. ერთ-ერთი კი, იყო ლუდი „სტაროპრამენის“ „სმეგ“ მაცივრის გათამაშება.
სპეციალურად გათამაშებისთვის შეიქმნა 2 „სმეგ“ მაცივარი, რომელიც „კარფურთან“ ერთად
გავათამაშეთ “MyClub”-ის ბარათით. დღეს ჩვენ გვყვავს 2 გამარჯვებული,
რომელთაც სპეც მაცივრებს გადავცემთ,“ - აღნიშნავს „სტაროპრამენის“ ბრენდ მენეჯერი ნინო სურმავა.
„მონაწილეობა
მივიღე ლუდი „სტაროპრამენის“ გათამაშებაში.
მადლობა ორგანიზატორებს. ეს იყო ორმაგი სიამოვნება - მივირთვი ლუდი, დავაგროვე
ქულები, გავიმარჯვე და მოვიგე „სმეგ“ მაცივარი,“ - განმარტავს ერთ-ერთი
გამარჯვებული მურთაზ კაკულია.
შეგახსენებთ, რომ გათამაშებისთვის „სტაროპრამენისა“ და „სმეგის“ თანამშრომლობით
მაცივარი საგანგებოდ შეიქმნა, რომელსაც ლუდისთვის განსაკუთრებული თარო აქვს და ისევე
როგორც ლუდმა „სტაროპრამენმა“, მაცივარმაც პრაღის განწყობა შექმნა.მონაწილეობისთვის
ერთი მარტივი პირობა იყო: ლუდი „სტაროპრამენის“ ნებისმიერი შეფუთვის შეძენა და „კარფურის“
ნებისმიერ მაღაზიაში ”MyClub”-ის ბარათზე ლიტრების დაგროვება.
კომენტარი