სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცესკოს მონაცემებით 15 საათზე ამომრჩეველთა აქტივობა 38,8% იყო

ცესკოს მონაცემებით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 15 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 38,8% იყო, რაც რაოდენობრივად 1 363 493 ამომრჩეველია. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ბრიფინგის დროს განაცხადა.

პირველ ტურში, 15 საათისთვის აქტივობა 30.98% იყო, რაც 1 085 730 ამომრჩევლის ტოლია. საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველა საარჩევნო ოლქი დღეს 20:00 სთ-ზე დაიხურება, ხოლო უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 00:00 სთ-ზე.

პირველ ტურში ამომრჩეველთა საერთო აქტივობა 46.74% იყო, რაც 1 637 956 ამომრჩეველს უდრის.

ცესკოს ინფორმაციით, 28 ნოემბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 შეადგენს. პირველი ტურის შემდეგ მათი რაოდენობა დაახლოებით 9 000 ადამიანით გაიზარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100