"რატომ, არის სენსიტიური თემა, ჩემი "გელფრენდი" კი არაა" - გიორგი მარგველაშვილი ივანიშვილზე
საქართველოს პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილოს შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ თქვა: რატომ არის კითხვა სენსიტიური? ეს არ არის კითხვა ჩემს ყოფილ “გერლფრენდზე”.
კონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილს დაუსვეს შეკითხვა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ წუხილს გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ამ ერთ ადამიანს აქვს ძალიან დიდი როლი მიმდინარე პროცესებში.
"ძალიან
სენსიტიური კითხვაა და იქნებ გვიპასუხოთ?," რაზეც მარგველაშვილმა
მოკლედ უპასუხა:
"რატომ,
არის სენსიტიური თემა, ჩემი "გელფრენდი" კი არაა."
ქვეყნის პირველ პირს საერთაშორისო კონფერენციაზე არაფორმალურ მმართველობაზე ჰკითხეს.
"ქართულ
ოცნებას" ჰქონდა კარგი
მიზეზი ვძულდე იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მოვწონდი. სხვა მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ აღმიქვამენ როგორც მტერს, თუმცა ეს ნორმალურია. ქვეყნებში პოლიტიკოსები ყოველთვის ეძებენ მიზეზებს, რომ ერთმანეთი არ მოსწონდეთ. ბიძინას არ მოვწონდი და კარგი მიზეზი ჰქონდა „ოცნებას“. თავიდან ეს რთული იყო, გამოწვევა იყო შუა გზაზეც, მაგრამ ახლა უკვე მოსაწყენია. მე ვფიქრობ, რომ ძლიერი კი არა სუსტი პოლიტიკოსები არიან პრობლემა. სუსტები არიან პრობლემა, რომლებიც იმალებიან ძლიერი ადამიანების ზურგს უკან. მე მირჩევნია საქართველოში იყვნენ ძლიერი ადამიანები, ძლიერი ლიდერები და პრემიერ-მინისტრები. ეს მირჩევნია სუსტ მინისტრს და სუსტ პრემიერს, ვინც იმალება ძლიერი ადამიანის უკან. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები და არ უნდა ვიმალებოდეთ ძლიერების ზურგს უკან", - განაცხადა მარგველაშვილმა.
კომენტარი