თბილისში 35 წლის მამაკაცმა ვალების გამო თავი მოიკლა
თბილისში 35 წლის მამაკაცმა ფინანსური პრობლემების გამო თავი მოიკლა. როგორც დრონი.ჯი-სთვის ცნობილი გახდა, გარდაცვლილმა სულ ცოტა ხნის წინ საცხოვრებელი სახლიც დაკარგა და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მამაკაცმა წუხელ ღამით ვენები გადაიჭრა და სისხლისგან დაიცალა. მისი გვამი პროზექტურაში გადაასვენეს. საქმე აღძრულია და გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარი