ერთი კომპანიის სამი ბრენდის წარმატება შვიდ ნომინაციაში - შავი ზღვის სარეკლამო ფესტივალი
კომპანია ნატახტარის 3-მა ბრენდმა შავი ზღვის რეკლამის ფესტივალზე 7 ნომინაციაში გაიმარჯვა.
ყველაზე წარმატებული ლუდი Old Irish-ის ვირუსული ვიდეო „100%-იანი ვირტუალური რეალობა“ (https://youtu.be/VpOIuYQ-s00) აღმოჩნდა. კამპანიამ მოიპოვა ფესტივალის:
· Grand Prix
· იგი დასახელდა კონკურსის საუკეთესო მონაწილედ, მოიპოვა
· ოქროს ჯილდო ნომინაციებში - ინტერნეტ ფილმი,
· არატრადიციული მედიის გამოყენება და
· ვერცხლი - არაინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების ნომინაციაში.
ვერცხლის ჯილდო მოიპოვა ლუდი ნატახტარის „უსაზღვრო მეგობრობის“ (https://www.youtube.com/watch?v=RCBHMeSlIh0) კამპანიამ ტელე და კინო რეკლამის კატეგორიაში.
ილუსტრაციებისა და გრაფიკული დიზაინის კატეგორიაში ბრინჯაოს წოდება მიიღო ლუდი 34-ის ვებ გვერდმაhttp://beer34.ge/ge
შვიდივე პროექტი კრეატიულ სააგენტო ლივინგსტონს ეკუთვნის, რომელიც ფესტივალზე წლის საუკეთესო ქართულ სააგენტოდ აღიარეს.
კომენტარი