სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საჯაროდ მოშარდვა, მასტრუბირება, საჯარო ორგიები - ხელოვნება პროტესტისთვის

მოდერნული სამყაროს ეპიცენტრი, აღმასვლა (თუ დაღმასვლა?), ავანგარდისტულიმიმდინარეობების პიკი - ეს ყველაფერი 60-იან წლებში დაატყდა თავს ხელოვნების სამყაროს. მე-20 საუკუნის ხელოვნებაში ყველაზე ცნობილი ძალადობრივი, შოკისმომგვრელი მოძრაობა -ვენის აქციონიზმი, რადიკალიზმით, პროვოკაციითა და კათარზისით აღსავსე, მისტერიულ-პროტესტანტული მოძრაობა.

ვენის აქციონიზმის ჯგუფის მთავარი წევრები იყვნენ ავსტრიელი მხატვრები გიუნტერ ბრუსი, ოტო მიული, ჰერმანი ნიჩი და რუდულფ შვარცკოგლერი. ჯგუფში ასევე შედიოდნენ პიტერ ვაიბელი, ან ბრუსი (გიუნტერის მეუღლე), ჰაინც კუბულკა. ჯგუფი ავითარებდა "მოძრაობის ხელოვნების" ისეთ ფორმებს როგორიცაა პერფორმანსი, ფლუქსუსი, ჰეფენინგი, ბოდი არტი და სხვა. როგორც "აქტივისტები" ისინი 1960 წლიდან 1971 წლამდე აქტიურობდნენ, ხოლო 70-იანი წლებიდან მათი მუშაობა დამოუკიდებლად გრძელდება.

მათ სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით ერთიანი სისტემა ან წევრობა არ ჰქონიათ, უბრალოდ ისინი ერთად მოქმედებდნენ. ეს სახელი შემდგომში ეწოდათ, თუმცა 1966 წლიდან თავიანთ თავს "პირდაპირი ხელოვნების ინსტიტუტს" უწოდებდნენ.

ვენის აქციონიზმი ეპოქის ავანგარდული მიმართულებებისგან სრულიად განსხვავდებოდა. ისინიც სრულად უარყოფდნენ ხელოვნების ტრადიციულ ფორმებს. მათი პერფორმანსები ხასითდებოდა დესტრუქციულობით და ძალადობით, იყენებდნენ ადამიანის შიშველ სხეულს, სისხლს, ფეკალიებს და ცხოველის შიგნეულს. თავიდან ჯგუფი ქმნიდა უხეშ კოლაჟურ ნამუშევრებს და მოქმედებით მხატვრობას (პოლოკის ტექნიკა), შემდეგ სწრაფადვე გადავიდნენ პერფორმანსების ექსტრემალურ და პროვოკაციულ ფორმაზე.

ჯგუფის წევრები ავსტრიელების იმ თაობას მიეკუთვნებოდნენ, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გაიზარდნენ, შესაბამისად, მათი ნამუშევრები ნაწილობრივ რეაქცია იყო პოლიტიკური ჩაგვრისა და სოციალური პირფერობის წინააღმდეგ მათ ქვეყანაში. მათი აქციები რიტუალურ ხასიათს ატარებდა, რომლებშიც ისინი ძველბერძნულ ცერემონიებს და ქრისტიანულ სიმბოლოებს - ღვინოს, სისხლსა და ჯვარს იყენებდნენ. ისინი პერფორმანსების დროს ცხოველებს მსხვერპლად სწირავდნენ, საკუთარ სხეულს აზიანებდნენ, სვამდნენ შარდს... ამ აქციებს მათი შეფასებით კათარზისის მნიშვნელობა ჰქონდა და ადამიანებს მათი აგრესიული ინსტინქტისგან განწმენდდა.

მაგალითად, მიულის აქციების სახელწოდბები: "პენისის აქცია" (Penis Action) 1963, "შობის აქცია: ლოგინში მოკლული ღორი" (Christmas Action: A Pig is Slaughtered in Bed) 1969, "აქცია ბატებით" (Action with Goose) 1971. "ლიბი"-ში (1969) ვაგინიდან გადმოსული მენსტრუაცია და დამსხვრეული კვერცხები ეშხეფებოდა მიულს პირში.
ასეთი ტიპის პერფორმანსების შემდეგ აქციის მონაწილეებს აპატიმრებდნენ.

1968 წლის ივნისში გიუნტერ ბრიუსს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფოს სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის, ხოლო მეორე დაპატიმრება ავსტრიიდან გაქცევით აიცილა თავიდან. 1968 წელს საჯარო აქციის "Art and Revolution" ჩატარების შემდეგ ოტო მიული 1 თვე იჯდა ციხეში, ხოლო "პენისის აქციის" ჩატარების შემდეგ მიუნხენის აუდიტორიის წინაშე დასავლეთ გერმანიის პოლიციას ემალებოდა. 1965 წელს ჰერმან ნიჩს ორკვირიანი პატიმრობა მიუსაჯეს რუდოლფ შვარცკოგლერის ფსიქო-მოტორულ ფესტივალში მონაწილეობის მიღების შემდეგ.
ჰერმანი ჯგუფის მთავარი ორატორი იყო. სწორედ ის აღწერდა მათ შემოქმედებას, როგორც "ლოცვის ესთეტიკური ფორმა" და ამტკიცებდა, რომ ამ აქციების საშუალებით კათარზისი, ძალადობისგან გათავისუფლება ხდებოდა.

ჯგუფის აქცია-პერფორმანსები დოკუმენტური კადრების სახით შემოინახა რეჟისორმა კურტ კრენმა, რომელიც 1964 წლიდან თანამშრომლობდა მათთან. მთელი მათი შემორჩენილი დოკ. კადრები განთავსებულია ამ საიტზე და შეგიძლიათ ნახოთ.

ყველაზე დიდი რადიკალიზმით მაინც გიუნტერ ბრუსი გამოირჩეოდა. ისიც მხოლოდ საკუთარ სხეულზე მუშაობდა, ჩხვლეტდა, ისერავდა და ა.შ. მაგრამ ამასთანავე საჯაროდ ფსამდა, ისაქმებდა და მასტურბირებდა. ის სვამდა კითხვას - რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს ქმედებები საჯაროდ? რატომ არ უნდა იყოს სხეული თავისუფალი? რატომ არის რომ სხეულმა რაღაც ქმედებები დაფარულად უნდა აკეთოს და რაღაცები - საჯაროდ? ყველაფერი ეს ხომ ადამიანის შემადგენელი ნაწილია. მაშ, რაღატომღა უნდა გვრცხვენოდეს ამის? ჩვენ ხომ არ გვერიდება საჯაროდ წყლის სმის ან ჭამის? "ჩემი სამუშაოს მთავარი მიზანი ტაბუს დარღვევაა", ამბობდა ხელოვანი.

რაც შეეხება ოტო მიულს, ის იყენებდა სექსის თემას. ის აწყობდა საჯარო ორგიებს, სადაც ეროსი ძალადობის გზით უკავშირდებოდა თავის მარადიულ მეგზურს - თანატოსს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100