სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მე, ვიქნები როგორც პრეზიდენტის, ასევე პარლამენტის და ხელისუფლების სხვა შტოების დამცველი"

მე, როგორც კონსტიტუციის გარანტი, ვიქნები როგორც პრეზიდენტის, ასევე პარლამენტის და ხელისუფლების სხვა შტოების დამცველი და არასდროს არ დავყვები პოლიტიკურ კონიუნქტურას ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ არსებობს საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებათა ვარიანტი, რომელიც პრეზიდენტს უმაღლესი მთავარსარდლის როლს დაუკარგავს, და იგეგმება თუ არა თავდაცვის სამინისტროს წარდგენილ კანონპროექტში ამ საკითხის გადახედვა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კონსტიტუცია არის უზენაესი დოკუმენტი, რომელიც თითოეული მოქალაქის საკუთრებაა და რაიმე უფლების დათმობა, ან გაძლიერება არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკოსის უფლებას.
"მე მინდა, ზოგადად, მოგახსენოთ პროცესთან დაკავშირებით - საქართველოს კონსტიტუცია, ან კონსტიტუციაში არსებული პრეზიდენტის, პარლამენტის, სასამართლოს აღმასრულებელის უფლებები არ წარმოადგენს არავის საკუთრებას - ეს არის ის ძირითადი დოკუმენტი, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ და ვფუნქციონირებთ. შესაბამისად, მე, როგორც კონსტიტუციის გარანტი, ვიქნები როგორც პრეზიდენტის, ასევე პარლამენტის და ხელისუფლების სხვა შტოების დამცველი და არასდროს არ დავყვები პოლიტიკურ კონიუნქტურას ამ მიმართულებით. კონსტიტუცია არის უზენაესი დოკუმენტი, რომელიც თითოეული მოქალაქის საკუთრებაა და რაიმე უფლების დათმობა ან გაძლიერება არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკოსის უფლებას. აი, ეს არის ზოგადი ვითარება კონსტიტუციასთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მიდგომა გაზიარებული იქნება როგორც პარლამენტის, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სასამართლო ხელისუფლების მიერ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100