ბათუმის ცენტრიდან კაზინოები შესაძლოა, გარეუბნებში გადაიტანონ
ბათუმის საკრებულო კაზინოებისა და ამ ტიპის სხვა დაწესებულებების ქალაქის ცენტრიდან გარეუბნებში გადატანის საკითხს განიხილავს.
საკრებულოში საკითხის შესვლამდე კი, ამ თემაზე საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა კომიტეტის წევრები მსჯელობენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომიტეტის წევრმა, ლადო მგალობლიშვილმა განუცხადა, ინიციატივა ბათუმის მერიას ეკუთვნის.
მისივე თქმით, საზღვარგარეთ კაზინოები და სათამაშო კლუბები გარეუბნებშია განთავსებული. გარდა ამისა, მისივე თქმით, მერიას სხვა არგუმენტებიც ექნება, რომელსაც გაეცნობიან.
მგალობლიშვილმა განმარტა, რომ ინიციატივა ეხება ტოტალიზატორების, კაზინოებისა და სათამაშო კლუბების ბათუმის ცენტრიდან გარეუბანში გადატანას.
კომენტარი