სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ენმ იმ პირის ფოტოს ავრცელებს, რომელიც დღეს რუსთავში ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იმ პირის ფოტოს ავრცელებს, რომელიც დღეს რუსთავში ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობდა. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს პირი ქართული ოცნებისკოორდინატორი თამაზ ნოზაძეა.

შეგახსენებთ რომ რუსთავი 2-თან საუბრის დროს ცოტა ხნის წინ დავით კირკიტაძემ აღნიშნა, რომ ქართული ოცნება ამომრჩევლის მოსყიდვას ახდენს. ნაციონალურმა მოძრაობამ ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

ფაქტი 30-ე საარჩევნო ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა.

"პირი, რომელიც კადრებში ჩანს, არის ქართული ოცნების კოორდინატორი თამაზ ნოზაძე, ის პარტიის წარმომადგენელი იყო 24 -ე საარჩევნო უბანზე. სამოყვარულო კამერამ დააფიქსირა, როგორ აძლევს ის ხმის მიცემის შემდეგ, საარჩევნო უბნიდან გამოსულ მოქალაქეს ფულს. მას შემდეგ, რაც ეს კადრები გავასაჯაროვეთ, ოცნებამ ეს ადამიანი უბნიდან გააქრო," - განუცხადა რუსთავი 2-ს დავით კირკიტაძემ.

კირკიტაძის თქმით, კადრები ცხადყოფს, რომ სახეზეა ბიძინა ივანიშვილის პარტიის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100