სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მფლობელი გახდა

დიდ ბრიტანეთში, შეფილდში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში ქალებს შორის, წარმატებული აღმოჩნდა ქართველი სპორტსმენისთვის. ელენე გედევანიშვილმა ჯამში 165,93 ქულა მოაგროვა და სულ ოდნავ ჩამორჩა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორს, ფინელ კირა კორპის, რომელმაც 166, 94 ქულა დააგროვა.

ევროპის ჩემპიონი ქალებს შორის კი, უკვე მეოთხედ თავის კარიერაში, იტალიელი კაროლინა კოსტნერი გახდა, რომელმაც საერთო ჯამში 183,55 ქულა მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ თავისუფალი გამოსვლა ქალებს შორის ერთადერთი სახეობა იყო ევროპის ჩემპიონატზე, სადაც რუსი სპორტსმენები, მიუხედავად იმისა, რომ ფიგურული სრიალის რუსული სკოლა მსოფლიოში ცნობილი სკოლაა, მედლების გარეშე დარჩნენ.

„დრონი.ჯი“ ულოცავს ამ წარმატებას ელენე გედევანიშვილსა და სრულიად საქართველოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100