სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პრეზიდენტი 25 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილის ამინისტიის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

საქართველოის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილ ვეფხია ბაქრაძის ამინისტიაზე, რომელიც 2017 წლის მაისში მოხდა, პირველ კომენტარს აკეთებს. ბაქრაძე სასჯელს იხდიდა ყოფილი ცოლის მიმართ ფიზიკური ძალადობისთვის, თუმცა მას ამინისტიის შედეგად სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო 2017 წლის გაზაფხულის ბოლოს დატოვა. 2018 წლის 13 აპრილს კი თავისი ყოფილი ცოლის შვილი (პირველი ქორწინებიდან) სასტიკად მოკლა მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, კომისიას შეწყალების თხოვნით, ბაქრაძის მეუღლემ მიმართა. მისივე განცხადებით, წესრიგში იყო ყველა დოკუმენტი, რომელიც შეწყალებისთვის საჭიროა.

პრეზიდენტმა დღესვე განაცხადა, რომ კომისია ძალადობრივი დანაშაულისთვის გასამართლებულების შეწყალებას წყვეტს.
„ვიცით რომ ეჭვმიტანილი ამ დანაშაულში იქნა შეწყალებული ჩვენს მიერ, საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები სრულიად ლეგიტიმურად... 2014 წლის აგვისტოში ეჭვმიტანილმა, მაშინ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძალადობის აქტი მეუღლის მიმართ, თუმცა მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ 4 თვე ნახევრის შემდეგ, დეკემბერში ჩადენილი ავარიის გამო იქნა დაპატიმრებული და შემდეგ ორივე დანაშაულზე მიესაჯა სასჯელი.

"მან ერთხელ მიმართა კომისიას და მისი თხოვნა ურყოფილ იქნა, მეორე მიმართვის დროს კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, ფსიქოლოგის დადებით დასკვნა, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების დადებით დასკვნას და სამედიცინო ცნობა, რომელშიც არ არის მითითებული რაიმე სულიერი აშლილობის თაობაზე. თან ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ იგი ოთხი შვილის მამა იყო. აქვე დავამატებ, რომ თან ერთვოდა ამ თხოვნას ოჯახის გამოხატული სურვილი, ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე და ეს ერთადერთი დეტალია, რომელშიც მეტ კონკრეტიკას ვერ მოგაწოდებთ, პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე.

"მაშინ კომისიამ მე მომმართა სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით სრულად ამ ადამიანის გათავისუფლებაზე. ეს ჩვენთვის განსაკუთრებული შემთხვევა იყო, რომელშიც ყველა ინფორმაცია გაგაცანით, მე გავანახევრე მხოლოდ სასჯელი“- განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100