სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბარაკ ობამამ ამერიკელებს მიმართა

დღეს, ბარაკ ობამამ ამერიკელებს მიმართა და ავღანეთში ამერიკის სამხედრო კონტიგენტის შემცირების შესახებ განცხადება გააკეთა.

მისი თქმით ავღანეთს, მიმდინარე წელს, 10 ათასი ამერიკელი სამხედრო დატოვებს. პრეზიდენტი პირველ ეტაპზე ჯარისკაცების 10 პროცენტით შემცირებას გამოაცხადებს.

ოფიციალური პირების ვარაუდი, რომ 2012 წლის ბოლომდე ამერიკული სამხედროების რაოდენობა ავღანეთში კიდევ 20, 000 ჯარისკაცით შემცირდება, არ გამართლდა.

ობამამ განაცხადა, რომ სამხედრო ძალების შემცირება ამ ქვეყანაში, უკვე შემდეგი თვიდან დაიწყება. ხოლო 2012 წლის ზაფხულისთვის, ავღანეთიდან 33 ათასი ჯარისკაცის გამოყვანა იგეგმება. ეს რაოდენობა 2010 წელს, ქვეყანაში გართულებული მდგომარეობის დროს გაიზარდა. ობამას ცნობით, ამის შემდეგ, ეტაპობრივად მოხდება ძალაუფლების (მათ შორის, უსაფრთხოების დაცვის ბერკეტების) მთლიანად ადგილობრივებზე გადაბარება.

მიმართვამდე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ზუსტი რაოდენობის დასახელებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ დღეს ობამა დააკონკრეტებდა მისეულ ხედვას, თუ როგორ მოხდება 2009 წელს გამოცხადებული სტრატეგიის განხორციელება ავღანეთში. მაშინ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ავღანეთში ამერიკელების დამატებითი კონტიგენტი- 30, 000 ჯარისკაცი გაიგზავნა და პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ჯარების გამოყვანა 18 თვეში დაიწყებოდა.

ამ ფონზე, კონგრესში უცხოეთში გადახდილ ომებში გაწეულ ფინანსურ დანახარჯებზე მსჯელობენ. ამერიკას ამ ეტაპზე ავღანეთში 100, 000 ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. მედია-საშუალებების ცნობით, აშშ ყოველთვიურად 10 მილიარდ დოლარს ხარჯავს იქ წარმოებულ ომზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100