სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორი “შავი ხვრელი” ერთ გალაქტიკაში

ასტრონომებმა ერთ-ერთ გალაქტიკაში ორი სუპერმასიური “შავი ხვრელი” აღმოაჩინეს. ამ ობიექტების მასა მზის მასას რამდენიმე მილიონით უსწრებს. აღმოჩენის შესახებ სტატია ევროპულ ასტრონომიულ ჟურნალში დაიბეჭდა.

მეცნიერები ლომის თანავარსკვლავედში განთავსებულ გალაქტიკა NGC 3758-ს აკვირდებოდნენ, რომელიც დედამიწიდან 425 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. ამ გალაქტიკის შესახებ ადრეც იყო ცნობილი, რომ მის ცენტრში სუპერმასიური “შავი ხვრელი” მდებარეობს, თუმცა, ამჟამად, “ნასას” თანამგზავრზე დაყენებული ტელესკოპის მეშვეობით გაირკვა, რომ იმავე გალაქტიკაში მეორე “შავი ხვრელიცაა”, რომელიც პირველიდან 11 ათასი სინათლის წლითაა დაშორებული.

ეს გალაქტიკა ერთადერთი არაა, სადაც ორი “შავი ხვრელი” მდებარეობს. კიდევ ერთი ასეთი გალაქტიკა NGC 6240- ია, რომელიც დედამიწიდან 330 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100