სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„თბილისში გააუპატიურეს და მოკლეს“ – აი, რას წერს „ნიუ-იორკ პოსტი“ ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობაზე

ამერიკული გამოცემა „ნიუ-იორკ პოსტი“ წერს, რომ ავსტრალიის მოქალაქე შანე ბრუკი საქართველოში გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სექსუალური ძალადობა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ასევე, გარკვეული ინფორმაცია სავარაუდო, მკვლელის შესახებ, გამოძიებისთვის ცნობილია.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, შანიე ბოლოს მეგობარს ესაუბრა. სწორედ, მან გაიგო მისი ხმა – „გთხოვთ გამიშვით, კარგი … უბრალოდ გამიშვით”. სავარაუდოდ, ის თავდამსხმელს უყვიროდა.

შეგახსენებთ, ავსტრალიელ მასწავლებელს შანე ბრუკის 30 ივლისიდან ეძებდნენ. მისი ცხედარი 31 ივლისს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100