სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზაზა ხუციშვილი: ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს არ მოსწონთ, როდესაც განვლილ პერიოდზე ვსაუბრობთ

ზაზა ხუციშვილი:

„ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს არ მოსწონთ, როდესაც განვლილ პერიოდზე ვსაუბრობთ, მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე. განუწყვეტლივ ისმის კრიტიკა, თითქოს მასმედიის მდგომარეობა და ზოგადად ქვეყნის მდგომარეობა არის კრიტიკული. ამიტომ ჩვენს მოსახლეობას გულწრფრელად ვთხოვ, რომ თითოეული დარგის შეფასებით შეადარონ რა მდგომარეობა იყო და დღეს რა მდგომარეობაა - სოფლის მეურნეობაში, პოლიციაში, ჯანდაცვის სისტემაში, ჯარში, როდესაც ჩვენი ნატოელი პარტნიორები ამბობენ, რომ ასეთი მზაობა და ასეთი სიახლოვე არასდროს ყოფილა ნატოსთან.

მე გაგახსენებთ რა მდგომარეობა იყო მასმედიაში. „რუსთავი 2“-ის მაშინდელ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს გადაუწვეს საწყობები და წაართვეს ტელევიზია. იმ პირობებში, როდესაც მას ფაქტობრივად მთელი ქონება გაუნადგურეს, ვის აქვს ილუზია, რომ მას იმ გადახდილ თანხას ვინმე დაუბრუნებდა. „იმედი“ წაართვეს ბადრი პატარკაციშვილს. სანამ ის ცოცხალი იყო ვერ გაბედეს, შემდეგ კი მის ქვრივს წაართვეს ტელევიზია ძალიან ცუდი ფორმით, დაარბიეს. ასევე წაართვეს მთაწმინდის პარკი. წართმეული იყო იბერიაც. მაესტროში შეაგდეს ხელყუმბარა, მოქმედ ტელევიზიაში, რადგან ის იყო ოპოზიციური. „დააპატიმრეს“ სატელიტური ანტენები. საბაჟოზე გააფუჭეს ოპოზიციურად განწყობილი არხის კუთვნილი ტექნიკა და მას სემდეგ რაც მათ გამოიძახეს სპეციალისტი მომწოდებლისგან, მან დაამტკიცა რომ ხელოვნურად იყო ყველაფერი გაფუჭებული.

იმედზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე და რუსთავი 2-ზე აბსოლუტურად ერთნაირი სიუჟეტი გადიოდა საინფომრაციო საშუალებებში. საზოგადოებრივ მაუწყებელს კი, ორგანიზაციას, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, იმდენი ვალი დაუტოვეს, რომ ორი წელიწადი დასჭირდა ამ ვალების გასტუმრებას.

დღეს ქვეყანა გადასულია ციფრულ მაუწყებლობაზე, რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს გახსნას ტელევიზია და იმაუწყებლოს ისე, რომ ამაში არავინ ხელს არ შეუშლის. ერთადერთი პრობლემა მაუწყებლების არის ის, რომ მათი ხარჯები გაცილებით მეტია, ვიდრე შემოსავალი, სწორედ ამიტომ ჰყავთ მათ მდიდარი მეპატრონეები, რომლებიც სხვა ბიზნესიდან აფინანსებენ ამ ტელევიზიებს. თუკი იმ ბიზნესებს ექმნება პრობლემა, ეს არის 51 მილიონი ბიუჯეტის და ამას გარდა 85 მილიონი დავალიანება „საქართველოს ბანკის“, ეს როგორ უნდა ჩაითვალოს ტელევიზიაზე ზეწოლად?

როდესაც მოვისმინეთ ბატონი ოქუაშვილის განცხადება, როდესაც მან პრაქტიკულად მოუწოდა ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერისაკენ - მიჩნდება ეჭვი, რომ საუბარია ვალების ჩამოწერის თემაზე და როდესაც ტელევიზიები აკეთებენ სიუჟეტებს სოციალურად დაუცველებზე, რაც ნამდვილად მძიმე საყურებელია, მათ ვთხოვ მოსახლეობას შეახსენონ, რამდენი ათობით მილიონი ეპატიათ მათ სააკაშვილის ხელით და ეს იყო ბიუჯეტის ფული“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100