პუტინი უკვე ნანობს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებას - რუსი ოპოზიციონერი
„რუსეთში მმართველი ელიტის წევრებს სურთ რუსეთის დატოვება, მაგრამ ამის გაკეთება აღარ შეუძლიათ „იძულებითი პატრიოტიზმის“ გამო“, - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა იგორ იაკოვენკომ განაცხადა. რუსი ოპოზიციონერი ამბობს, რომ პუტინი უკვე ნანობს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებას. „დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლესი სახელმწიფო მოხელეთა აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან სურს ყველაფრის უკან დაბრუნება, 24 თებერვლამდე ან უფრო ადრე, რათა არ მომხდარიყო ის, რაც ახლა ხდება. ეს ყველაფერი მოხდა პუტინის სიგიჟის გამო“, - განაცხადა იაკოვენკომ. მისი თქმით, პუტინი ფიქრობს რომ ყველაფერი კარგადაა. როგორც იაკოვენკომ განმარტა, რუსეთის ფედერაციის რიგითი მოქალაქეების უმეტესობამ არ იცის უკრაინაში რუსული არმიის კოლოსალური დანაკარგების შესახებ და, ასევე, დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების უარყოფითი შედეგები დროებითია. ამავდროულად, ლიდერები კარგად არიან ინფორმირებულნი საქმის რეალურ მდგომარეობაზე და პესიმისტურად არიან განწყობილნი. „რუსეთის დანაკარგები წარმოუდგენელია. ჩეჩნეთის ომის, ავღანეთის ომის, თუნდაც მეორე მსოფლიო ომის იგივე პერიოდებთან შედარებით, დღეს დანაკარგები განუზომლად დიდია“, - აღნიშნავს იაკოვენკო. მისი თქმით, იმის გაცნობიერებით, თუ რა მძიმე ვითარებაში იმყოფება რუსეთი, ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი ტოვებს ქვეყანას, მაგრამ ეს აკრძალულია მმართველი ელიტის უმეტესობისთვის. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებს ფრაქცია „ერთიანი რუსეთიდან“ ეკრძალებათ ქვეყნიდან გასვლა.
კომენტარი