ნინო წილოსანი გურულ სტუდენტებს შეხვდა
"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ ოლქში, ნინო წილოსანი, ეროვნული ბიბლიოთეკაში სტუდენტებს შეხვდა.
თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრაზე, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ახალგაზრდებს გურიის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით საკუთარ ხედვაზე ესაუბრა.
მოგვიანებით კი, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ამასთან, აუდიენციისას, გაიმართა დისკუსია ლანჩხუთის და ჩოხატაურის პოტენციალზე, ახალგაზრდების რეგიონში დაბრუნებისა და საკუთარი პოტენციალის ადგილზე გამოყენების თაობაზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნინო წილოსანმა სტუდენტებთან შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა.
“გავიგე მათი რეალური პრობლემები და მოსაზრებები. ვფიქრობ, მათაც მაქსიმალურად მიიღეს ინფორმაცია მაჟორიტარობის კანდიდატთან დაკავშირებთ და რაც მთავარია, ჩვენ ყველა შევთანხმდით ერთზე - ისინი მონაწილეობას მიიღებენ არჩევნების მეორე ტურში. დარწმუნებული ვარ სტუდენტები 30 ოქტომბრს გააკეთებენ სწორ არჩევანს, არჩევევანს, რომელიც მოტივირებული იქნება მათი და ქვეყნის წინსლისთვის",- აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დეპუატობის კანდიდატთან შეხვედრა შეაფასეს სტუდენტებმაც. "ილიას უნივერსიტეტის" სტუდენტის, მარიამ კიკვაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას იღებენ, იცნობდნენ საკუთარ მაჟორიტარობის კანდიდატს.
"შეხვედრა ნაყოფიერი იყო, რადგან ნინო წილოსანმა ნათლად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და მომავალი გეგმები, რომელსაც არჩევის შემთხვევაში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში განახორციელებს",- განაცხადა მარიამ კიკვაძემ.
შეხვედრის დასასრულს, დეპუტატობის კანდიდატმა სტუდენტებს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.
კომენტარი