სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბიშვილი ხადურის განცხადებას გამოეხმაურა

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, ფინანსთა მინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა.

“მინდა გამოვეხმაურო საქართველოს ფინანსთა მინისტრის გუშინდელ განცხადებებს. სამწუხაროდ ფინანსთა მინისტრი გაურბის აღნიშნულ საკითხებზე ჩვენთან საუბარს.

მის გუშინდელ განცხადებებში არაფერია ნათქვამი 2012 წლის ბოლო სამი თვის ეკონომიკურ ტენდენციებზე და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამწუხაროდ საქართველოში დღეს მძიმე ტენდენციები გვაქვს და ეს პროცესი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყო.”- წერს ვანო მერაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ნოდარ ხადურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "აქცენტებში" ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის ბრალდებებს უპასუხისმგებლო უწოდა. ფინანსთა მინისტრის თქმით, წლიური ბრუნვა 100 მილონი ლარით გაიზარდა და ფინანსთა სამინისტრო დღეს სპეციალური დოკუმენტის გამოქვეყნებასაც გეგმავს.

ნოდარ ხადური ასევე კატეგორიულად უარყოფს ბიზნესზე ზეწოლის ფაქტებს და ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ამ ტიპის განცხადებებს არაკორექტულს უწოდებს.

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა კი "რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემა "პოზიციაში" კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკონომიკაში საგანგაშო მდგომარეობაა და ამის დამადასტურებელი კონკრეტული ციფრებიც დაასახელა.

"ნაციონალური მოძრაობა" დღეიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რათა საგადასახადო ამნისტიასა და ფინანსური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივები მიიღოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100