სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მოვკალი, რადგან ბავშვს აუპატიურებდა" (ვიდეო)

შსს ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც droni.ge-უცვლელად გთავაზობთ

„თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძების შედეგად, 2013 წლის 14 იანვარს თბილისში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 1985 წელს დაბადებული იური ხ. დააკავეს.

2013 წლის 1 იანვარს, თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან „სლავიანკასთან" მდებარე სკევრში, დაკავებულს, 1960 წელს დაბადებულ სანდრიკ მიჭელაშვილთან ურთიერთშელაპარკება მოუვიდა, რის შემდეგაც, მან ამ უკანასკნელს, თავში სამშენებლო ბლოკი რამდენჯერმე ჩაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდქსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აღიძრა. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილება აწარმოებს.“

შსს-ს განცხადებას თან ერთვის ვიდეო მასალა, სადაც დაკავებული მკვლელობას აღიარებს და აცხადებს, რომ სანდრიკ მიჭელაშვილი ბიჭს აუპაიურებდა, რაც მკვლელობის მიზეზი გახდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100