სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოპოზიციის ფსევდოპატრიოტული ხედვები

ოპოზიცია, განსაკუთრებით საპარლამენტო ოპოზიცია, ბოლო პერიოდია თრუსოს ხეობის მცოცავ ანექსიაზე საუბრობს. ყველაზე აქტიურად ამ თემაზე ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე ალაპარაკდა. ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ თუ ჩრდილოკავკასიელებს ლარსის გამშვები პუნქტიდან ყაზბეგში უვიზოდ შემოსვლის საშუალება მიეცემათ, ისინი თრუსოს ხეობაში უკონტროლოდ შემოვლენ და ყაზბეგის მცოცავ ანექსიას მოახდენენ. ვეფხვაძემ ასევე ისაუბრა ორგანიზაციაზე, რომლის სახელწოდებაც "დარიალია". მისივე თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია ვლადიკავკაზშია და მათი მიზანი ყაზბეგის დაკავებაა.
დფგდგბფდბჰფგჰნ
ქრისტიან-დემოკრატის განცხადებას, ერთიანი კავკასიის იდეაზე, უმრავლესობიდან ნუგზარ წიკლაური გამოეხმაურა. წიკლაურმა ვეფხვაძე ფსევდოპატრიოტიზმში დაადანაშაულა. უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება სიტუაციას კარგად აკონტროლებს და თრუსოს ხეობაში არანაირი მცოცავი ანექსია არ იგეგმება.
დფგდგბფდბჰფგჰნ
მისივე განცხადებით, "საქართველო ერთიანი კავკასიის იდეის დასაყრდენი უნდა იყოს".
დფგდგბფდბჰფგჰნ
მიუხედავად ამისა, ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ჩრდილო-კავკასიელებს ყაზბეგში უვიზოდ შემოსვლის საშუალება არ უნდა მიეცეთ, რადგან ეს საფრთხის მომტანია ქვეყნისათვის.
დფგდგბფდბჰფგჰნ
საქართველოს ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს. მთავრობაში თვლიან, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს, ბევრი ფაქტორი იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, საფრთხეც არ არსებობს. უმრავლესობა ოპოზიციის ამგვარ განცხადებებს პოპულისტურს უწოდებს და ერთიანი კავკასიის იდეას მიესალმება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100