რას დაუთმობს რუსეთი საქართველოს?!
საერთაშორისო არენაზე მდგომარეობა კვლავ გადახალისებებისკენ მიდის. რუსეთ-აშშ-ს შორის "გადატვირთვის პოლიტიკის" მორიგი ეტაპი დასრულდა, თუმცა, რა კონკრეტული შედეგები მოიტანა ამ პროცესმა, ექსპერტებს მსგავს საკითხზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევად მიაჩნიათ. ვითარება ხსნებულ ორ სახელმწიფოში შიდა ფრონტზეც გარკვეულწილად შეიცვალა.
დფჯდსკლფჯდლსკგჯდფ
რუსეთის ყურადღება ჩრდილო კავკასიაში აგორებულ არეულობის ახალ ტალღაზე გადავიდა. ჩვენი რეგიონის ჩრდილოეთით ვითარების დაძაბვა ბევრ რამეზე მეტყველებს და მიანიშნებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი, როგორც სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრები და სოციოლოგიური სამსახურები იუწყებიან, პრეზიდენტ ბარაკ ობამას რეიტინგი მკვეთრად დაეცა.

ვითარების ასეთი განვითარება, ექსპერტების აზრით, მოსალოდნელიც იყო და რაიმე სენსაციას დასაწყისიდანვე არც არავინ ელოდა. ამ ბატალიებში რა მდგომარეობაში იმყოფება ამჟამად საქართველო, და იქნება თუ არა პროგრესი ჩვენს სასარგებლოდ, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

ჯერჯერობით, სპეციალისტები დაბეჯითებული პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებენ. თუმცა არის გარკვეული მოსაზრებები, რომ რუსეთის მიერ აღიარებულ საქართველოს, კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში, მეზობელი ზესახელმწიფო, შესაძლოა, გარკველ დათმობებზე წავიდეს. მით უმეტეს, რომ ვაჭრობა ამ თემაზე დასავლეთთან კიდევ გრძელდება და გაგრძელდება.
დფჯდსკლფჯდლსკგჯდფ
დფჯდსკლფჯდლსკგჯდფ
ქართველი პოლიტოლოგის, სოსო ცინცაძის თქმით: "რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა და ახლო მომავალში ასეთი პროცესი არც არის მოსალოდნელი. რაც შეეხება ურთიერთობებს, საქართველოს მხრიდან იდგმება გარკვეული ნაბიჯები. შაინტერესოა, თუნდაც ეს უკანასკნელი ინიციატივა, რომელიც პროექტის სახით არსებობს და ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობისთვის საქართველოში მიმოსვლის გაადვილებას შეეხება.
ურთიერთობები სხვა მიმართულებებით, ჯერჯერობით, გაყინულია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში გამყინვარების ერაა სახელისუფლო დონეზე.
დფჯდსკლფჯდლსკგჯდფ
დფჯდსკლფჯდლსკგჯდფ
რაც შეეხება რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობას, აქ "გადატვირთვის პოლიტიკის" ეფექტურობაზე მსჯელობა, ჯერ მაინც ნაადრევია. როგორც ჩანს, არცერთი მხარე, არც რუსეთი და არც ამერიკის შეერთებული შტატები კმაყოფილი არ არის დღემდე მიღებული შედეგებით.
დფჯდსკლფჯდლსკგჯდფ
დფჯდსკლფჯდლსკგჯდფ
ის, რომ ხმამაღლა ამაზე არ ლაპარაკობენ, ეს არაფერს ნიშნავს. ხმამაღალი გამოსვლა მხოლოდ პუტინის ერთი განცხადება იყო, როდესაც აღნიშნა, რომ მე ვერ ვხედავ ორ ქვეყანას შორის ვერანაირ "გადატვირთვასო."
დფჯდსკლფჯდლსკგჯდფ
დფჯდსკლფჯდლსკგჯდფ
ვაშინგტონიდან რუსეთის მისამართით, ჯერჯერობით, თავაზიანი კომპლიმენტები მოდის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასე გაგრძელდება დიდხანს. როგორც ჩანს, "თაფლობის თვემ", რომელიც სრულიად მოულოდნელად მოხდა ორ ქვეყანას შორის, ჩაიარა და სრულიად მოსალოდნელად სიცოცხლისუნარიანი ნაკლებად აღმოჩნდა. საქართველოსთან მიმართებაში კი საერთაშორისო ასპარეზზე, ჯერჯერობით საპანიკო არაფერი ხდება."
კომენტარი