სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ენის ქარტია: აუფეთქებელი ნაღმი

რეგიონალურ და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპულ ქარტიაზე საქართველოში ძალიან ცოტას, ფრთხილად, ან საერთოდ არ საუბრობენ.
დფკჯლდს;ფკლ;სდფდ
თითქმის საუკუნის განმავლობაში მეგრული, სვანური და აფხაზური ენები იყო ის ბერკეტი, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება საქართველოს სახელმწიფოს შიგნით სეპარატისტული მოძრაობების გასაღვივებლად იყენებდა და ამით ცდილობდა მის დაშლას.
დფკჯლდს;ფკლ;სდფდ
1999 წელს ევროსაბჭოში გაწევრიანებით საქართველომ ავტომატურად „რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპულ ქარტიასაც” მოაწერა ხელი.
დფკჯლდს;ფკლ;სდფდ
თუკი ამ ქარტიის შინაარსსა და მოთხოვნებს გადავხედავთ, ძნელი არ იქნება იმის დანახვა, რამდენად დიდ საფრთხეს შეიცავს ის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის და რამდენად მყარ საფუძველს წარმოადგენს ხელახალი სეპარატისტული მოძრაობისთვის, რომლის ნიშნები განსაკუთრებით სამეგრელოში პერიოდულად იჩენს ხოლმე თავს.
დფკჯლდს;ფკლ;სდფდ
იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს დღემდე არ შეუწყვეტია მსგავსი პოლიტიკის გატარება, საკითხი მეტად საფრთხილო ხდება. ამ ქარტიით, შესაძლოა, ჩვენ იმ ტოტს ვჭრიდეთ, რომელზეც ქართული სახელწიფოს ერთიანობა კიდია.
დფკჯლდს;ფკლ;სდფდ
„ენის ევროპული ქარტია“ სახელმწიფოსგან ითხოვს, ძირითადი მოსახლეობისგან განსხვავებული, ავტოქტონი, აბორიგენი, ეთნიკური და ენობრივ-კულტურული საზოგადოებებისთვის, უმცირესობის სტატუსის მინიჭებას. ამ სტატუსის მიხედვით კი უმცირესობები საკუთარ ენაზე საქმისწარმოების, განათლების მიღებისა და მასმედიის საშუალებების შექმნის უფლებას იღებენ.
დფკჯლდს;ფკლ;სდფდ
"ენის ევროპული ქარტიის” მოთხოვნების შესრულებას საქართველო ჯერჯერობით თავს არიდებს, რაც ევროკავშირისა და ევროსაბჭოს უკმაყოფილებას იწვევს. საინტერესოა, რამდენი ხანი შეძლებს ქართული მხარე ამ პუნქტებისთვის თავის არიდებას, თან იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის ნაწილში მსგავსი მოთხოვნები უკვე გაჩნდა.
დფკჯლდს;ფკლ;სდფდ
მაგალითად, ზუგდიდში იური ღვინჯილიამ, რომელიც წარმოადგენს განათლების ცენტრ "კოლხიდას” ხელმძღვანელს, რამდენჯერმე მისწერა საქართველოს პრეზიდენტს მეგრული, სვანური და ლაზური ენებისთვის რეგიონალური ენების სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.
დფკჯლდს;ფკლ;სდფდ
როგორც ირკვევა, იური ღვინჯილია ქალაქში და ზოგადად, სამეგრელოს რეგიონში თანამოაზრეების ნაკლებობას არ განიცდის.
დფკჯლდს;ფკლ;სდფდ
როგორც ცენტრში აცხადებენ, მეგრული ენისთვის დიალექტის სტატუსის მინიჭება შეგნებულად ხდება, რადგან ამით თავიდან იქნეს აცილებული მისი, როგორც რეგიონულ ენად აღიარება და შესაბამისად, ამ ენაზე მაუწყებლობის დაწყება, საქმეების წარმოება და ასე შემდეგ.
დფკჯლდს;ფკლ;სდფდ
მეგრულენოვანი ტელევიზიის შექმნის მცდელობა უკვე იყო აფხაზეთში, ასევე, მეგრული ენის ოფიციალურ ენად შემოღების საკითხი განიხილებოდა გალშიც.
დფკჯლდს;ფკლ;სდფდ
მსგავსი ინიციატივები საზოგადოების იმ ნაწილისგან მოდის, რომლებიც მეგრელებს, სვანებსა და აფხაზებს ქართველებად არ მიიჩნევენ და მათი საქართველოს სახელმწიფოდან გამოყოფა უნდათ.
დფკჯლდს;ფკლ;სდფდ
საჭიროების შემთხვევაში რუსეთი მათ ისეთ ექსპერტებსა და მეცნიერებსაც უგზავნის, ვინც ამ იდეის ხორცშესასხმელად პრაქტიკულ თუ არა, თეორიულ საფუძვლებს მაინც მოამზადებს.
მეგრული, სვანური და ლაზური ენების პარალელურად, საქართველოში კიდევ ერთი ენა აცხადებს რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭებაზე პრეტენზიას - ეს არის სომხური, სამეგრელოში არსებულ ცენტრ "კოლხიდისგან" განსხვავებით, ამ მოთხოვნით გამოდის ისეთი ცნობილი პოლიტიკური დაჯგუფება, როგორიცაა „ჯავახკი”, რომელიც, როგორც ცნობილია რუსული მხარის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ისინი იქამდეც კი მივიდნენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოზე ზეწოლის მოხდენისკენ მოუწოდეს, რათა მან შეასრულოს ენის ქარტიის მოთხოვნები.
დფკჯლდს;ფკლ;სდფდ
ქართული მხარე კვლავ დუმს, თუმცა ისიც ცხადია, ასე დიდხანს გაჩერება არ შეიძლება, თუნდაც იმიტომ რომ მსგავსი ორგანიზაციები აქტიურ იდეოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ მოსახლეობაზე, რამაც შეიძლება უმართავ პროცესებამდე მიგვიყვანოს.
დფკჯლდს;ფკლ;სდფდ
პრობლემას წარმოადგენს ის შეფასების სისტემა, რომლის მიხედვითაც ერთმანეთისგან გაიმიჯნება რეგიონალური, უმცირესობათა ავტოქტონი და ეთნიკური ენები.
დფკჯლდს;ფკლ;სდფდ
ამ ეტაპზე, საქართველოს მსგავსად, ენის ქარტიის რატიფიცირება არ მოუხდენია 12 ქვეყანას. 8 ქვეყანაში კი ეს პროცესი დაიწყო, თუმცა საბოლოოდ არ დასრულებულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100