სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნოღაიდელის რუსეთში ვიზიტების მეცხრე სერია დაიწყო

ოპოზიცია, როგორც ჩანს, კვლავ გააქტიურებას გეგმავს. "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის - ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში ვიზიტი უკვე დაიწყო. როგორც წესი, იქიდან ჩამოსული ნოღაიდელი ისეთ ხმაზე დაიწყებს საუბარს, ვგონებ, თვითონაც შიშის ზარს დასცემს საკუთარ თავს, არათუ სხვას.
დსფკსდ;ლფკდს;ფკს
ზოგს ხელების დამტვრევას შეჰპირდება, ზოგსაც - რუსულ ფულს, თუმცა ჯერჯერობით არც ხელები არავისთვის დაუმტვრევია და არც ფული მიუცია არავისთვის.
დსფკსდ;ლფკდს;ფკს
ყველას კარგად გვახსოვს ანაზღაურების გარეშე დარჩენილი ნოღაიდელის რეგიონალური პარტიის აჯანყებული წევრები, რომლებსაც "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ფულს ვერ იმეტებდა. არა მარტო პარტიელები, არამედ სხვებიც საუბრობენ მის გაუმაძღრობასა და "წუწკობაზე".
დსფკსდ;ლფკდს;ფკს
ასევე ხმები ვრცელდებოდა მის აურაცხელ ბიზნესებზე. ეტყობა ნოღაიდელი თვალუწვდენელი ბიზნეს იმპერიით ვერ დატკბა და ახალი შემოსავლის წყაროც იპოვა. ეს წყარო კი არც მეტი არც ნაკლები, ყველასთვის კარგად ნაცნობი რუსეთია.
დსფკსდ;ლფკდს;ფკს
ნოღაიდელის კრემლში რიგით მეცხრე ვიზიტი ერთი კვირა გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ქართულ, ოსურ და აფხაზურ დიასპორას. ასევე იგეგმება რუსეთის მმართველ პარტია "ედინაია რასიასთან" შეხვედრაც.
დსფკსდ;ლფკდს;ფკს
"დრონი.ჯი" დაინტერესდა რა თემებზე აპირებს საუბარს ქართულ დიასპორასთან, ბატონი ნოღაიდელი და "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" პარტიის პრესცენტრს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, პარტიის პრესცენტრი საქმის კურსში არ არის რა თემებზე შედგება საუბარი დიასპორებთან და რუსეთის მმართველ პარტიასთან. ფაქტი კი ერთია: "დაღლილი ვირი" ჯერ კიდევ არ დაღლილა და აქტიურობის ზენიტშია. "ედინაია რასიასთან" გასაგებია, მაგრამ რა აქვს ნოღაიდელს სასაუბრო ქართულ, ოსურ და აფხაზურ დიასპორასთან ეს ძნელი სათქმელია. დსფკსდ;ლფკდს;ფკს ამასთან დაკავშირებით, ტყუილი ან მართალი კომენტარები მხოლოდ ნოღაიდელისგან კრემლიდან დაბრუნების შემდგომ უნდა მოვისმინოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100